თსუ რატი ანდრონიკაშვილით გაძლიერდა

0
145

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი მალე ევროარენაზე ითამაშებს – საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფიბას ევროთასზე გამოვა და ღირსეული გამოსვლისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. ორიოდე კვირის წინ უნივერსიტეტელებმა ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე დაიმატეს, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ თსუ-ში საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი, 22 წლის უკანახაზელი რატი ანდრონიკაშვილი იასპარეზებს.
ასე და ამგვარად, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდში საქართველოს ნაკრების ერთბაშად 4 კალათბურთელი – გიორგი ცინცაძე, გიორგი ტურძილაძე, კახა ჯინჭარაძე და რატი ანდრონიკაშვილი ითამაშებს.
ევროთასზე თსუ-ელები პირველ შეხვედრას 18 ოქტომბერს გერმანიაში, „გიოტინგენთან“ ჩაატარებენ. ქართული კლუბის მეტოქეები ჯგუფში აგრეთვე კვიპროსის „კერავნოსი“ და იტალიის „ვარესე“ (საკალათბურთო ჩემპიონთა თასის ხუთგზის გამარჯვებული და ხუთგზის ფინალისტი) არიან.