„სევილიამ“ მენდილიბარი გაუშვა

0
100

ხოსე ლუის მენდილიბარი „სევილიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდა დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახუდი იუწყება.
„კვირას საფეხბურთო კლუბ „სევილიას“ მმართველობის სხდომაზე სეზონის დასაწყისში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მენდილიბარის გაშვება გადაწყდა. კლუბი მწვრთნელს მადლობას უხდის იმ მიღწევისთვის, რომელიც კლუბის ისტორიაში ევროპა ლიგის მეშვიდე ტიტულთან ერთად შევა“ – ნათქვამია „სევილიას“ ოფიციალურ განცხადებაში.
მიმდინარე სეზონში მენდილიბარის ხელმძღვანელობით სევილიელებმა 2 თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულე და 4-ჯერ დმარცხდნენ.
62 წლის მენდილიბარი „სევილიას“ სათავეში 2023 წლის მარტში ჩაუდგა და გუნდს ევროპა ლიგა მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი