კალათბურთიმთავარი ნიუსი თორნიკე შენგელია – ორმაგი დუბლი, MVP და იტალიის სუპერთასი 25/09/2023 0 101 Facebook Twitter Google+ Pinterest WhatsApp თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო. იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ქართველის გუნდმა „ოლიმპია მილანო“ 78:73 დაამარცხა, ფინალში კი “ბრეშას” გამანადგურებელი სხვაობით, 97:60 სძლია და იტალიის სუპერთასს ზედიზედ მესამედ დაეუფლა. ბრეშელებთან საფინალო დაპირისპირებისას საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთში ორმაგი დუბლის გაფორმება 15 ქულითა და 12 მოხსნით მოახერხა. შენგელიას ანგარიშზე ასევე 4 შედეგიანი გადაცემა იყო. თოკო იტალიის სუპერთასის MVP გახდა.