კუტალია წარმატებულ სერიას განაგრძობს

0
47

ლევან კუტალიამ სომხეთის პრემიერლიგაში გოლი ზედიზედ მეხუთე ტურში გაიტანა.
მე-8 ტურში ერევნის „ალაშკერტი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, შინ თანაქალაქელ „არარატს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. კუტალიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 68-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა. მან ამ სეზონში თავი მეცხრედ გამოიჩინა და სომხეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. ის გოლის გატანიდან ორ წუთში შეცვალეს, რითაც ძალიან უკმაყოფილო დარჩა. „ალაშკერტის“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით ხურცძე, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს.
„ალაშკერტი“ 19 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი