კვერკველია ვარსკვლავებით დახუნძლულ „ალ აჰლისთან“ დამარცხდა

0
58

„ალ ახდუდი“ რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის ჩემპიონატის  მე-3 ტურში „ალ აჰლისთან“ დამარცხდა, სადაც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამოდის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა განვლილი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მასპინძლებიდან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ერთადერთი გოლი „მილანისა“ და „ბარსელონას“ ექსნახევარმცველმა ფრანკ კესიემ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი „ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა რობერტო ფირმინომ გაუკეთა. „ალ აჰლის“ სასტარტოში ასევე დემირალი და რიად მაჰრეზი იყვნენ.
ლაშა თაბაგარი