გველესიანის ქულის მომტანი გოლი

0
61

გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში ირანის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
„პერსეპოლისო“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი გამოდის მე-3 ტურში შინ „ზობ აჰანთან“ 1:1 ითამაშა და მასპინძლებს ქულა გიორგი გადაურჩინა. „ზო აჰანი“ 44-ე წუთზე მას მერე დაწინაურდა, რაც რაფიემ ავტოგოლი გაიტანა.
გველესიანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და 84-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მარცხენა ფლანგიდან გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს აჯობა, რასაც თავით ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:1.
32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ირანის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა, ხოლო  თასზე – 4. მან ირანის პირველობა, თასი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

ლაშა თაბაგარი