ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც უზბეკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს, სუპერთასი მოიგო.
უზბეკეთის თასის მოქმედი მფლობელი „ნასაფი“, რომელშიც 31 წლის ქართველი ნახევარმცველი გამოდის, ქვეყნის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორს“ შეხვდა და 2:1 აჯობა.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. ტაშკენტელებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, ხოლო „ნასაფმა“ საპასუხო ბურთი 42-ე წუთზე გაიტანა. ჯიღაურის გუნდმა მეტოქის კარი მეორედ 62-ე წუთზე აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი





