აპოელი, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია იცავენ, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში დამარცხდა.
კვიპროსელები სტუმრად ბელგიის „გენტს“ შეხვდნენ და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. აპოელის კაპიტანმა ქვილითაიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მასპინძლებიდან ანგარიში 77-ე წუთზე ფოფანამ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ჰონგმა წერტილი დასვა.
აპოელი „გენტს“ 31 აგვისტოს უმასპინძელბს და ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გაუჭირდება.
ლაშა თაბაგარი





