“სიტიმ” ლაპორტი “ალ ნასრში” გაყიდა

0
59

ემერიკ ლაპორტი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში განაგრძობს. “მანჩესტერ სიტიმ” ესპანელი მცველი “ალ ნასრში” 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა.
ლაპორტმა ახლ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლმდე გააფორმა. “სიტიმ” ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 2018 წლის იანვარში ბილბაოს “ატლეტიკიდან” 57 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან ინგლისური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 180 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ლაპორტმა “სიტისთან” ერთად 13 ტიტული მოიგო.