ლევან კუტალიამ, რომელიც „ალაშკერტს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, სომხეთის პრემიერლიგაში თავისი მეორე დუბლი შეასრულა.
მე-4 ტურში „ალაშკერტი“ სტუმრად ბკმა-ს შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
კუტალია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, 34-ე წლის ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, რის შემდეგ ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. კუტალიას ანგარიშზე 4 ტურში გატანილი 4 გოლია.
„ალაშკერტი“ 7 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




