გიორგი კვერნაძის დებიუტი იტალიის სერია A-ში „ნაპოლისთან“ შედგა. პირველ ტურში მოქმედია ჩემპიონი ახალი მთავარი მწვრთნელის რუდია გარსიას ხელმძღვანელობით ფროზინონეს ეწვია და სამი ქულა აიღო. ნეაპოლელთა გაანცხადში ხვიჩა კვარაცხელია არ იყო, რომელიც ფეხის კუნთში დისკომფორტს გრძნობდა და დაასვენეს.
20 წლის კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ის მონდომებული იყო, მაგრამ პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატიდან წასული ფეხბურთელისთვის, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც არ ჰქონია, იტალიაში თავის გამოჩენა რთულია.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე ჰაროუის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ გახსნეს. 24-ე წუთზე პოლიტანომ საპასუხო ბურთი გაიტანა. ამის შემდეგ გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის და ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის დრო დადგა, ნიგერიელმა 42-ე წუთზე „ნაპოლი“ დააწინაურა, 79-ეზე კი დუბლი შეასრულა.
“გიორგის ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის მან ბევრი გააკეთა, ხარისხი და ტალანტი აქვს, თუმცა უნდა ისწავლოს გუნდურობა და არ უნდა ითამაშოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
რამდენჯერმე დრიბლინგიც სცადა.
ეს კარგია, მაგრამ არის მომენტი, როცა არ არის დრიბლინგი საჭირო და ესეც უნდა გაიგოს. ჰქონდა მომენტი, როცა გაჯიუტდა და თავის ჭკუაზე მოინდომა თამაში. კიდევ ერთხელ ვამბობ – მან უნდა ისწავლოს გუნდური თამაში”- განაცხადა მატჩის მერე “ფროზინონეს” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.
ლაშა თაბაგარი





