ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, აჯერადმ საქართველოს მოქმედმ ჩემპიონმა სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
სანახაოებრივი მატჩის მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ხარაიშვილმა წამოიწყო შეტევა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც წყალტუბოელთა მცველებმა უხეიროდ ითამაშეს, რის გამო, საბოლოოდ ბურთი იმრანს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
სამ წუთში სავა ხვადაგიანმა თავის საჯარიმოში სტუმართა იაპონელი ლეგიონერი კაგაიამა წააქცია და მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ნიკა კალანდარიშვოლმა ვერ გაიტანა – გიორგი ლორიამ ბურთი ფეხით მოიგერია.
32-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიორგი ხარაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და დავით კობოურმა თავით დაარტყა, ხოლო სერბმა ზორან მარუშიჩმა თითქმის კარის ხაზიდან მასპინძლები კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
42-ე წუთზე კლანდარიშვილის კარგი პასის შემდეგ, ლუკა ხორხელმა „დინამოს“ საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და ნიკა მალის ფეხიდან ბურთი კაგაიამას მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2.
მეორე ტაიმი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ჯერ მარჯვენა ფლანგიდან ალექსანდრე ვერულიძის გადაცემას საჯარიმოში კაგაიამას მისამართით იაპონელის დარტყმით დასრულდა და ლორიამ საიმედოდ ითამაშა, ხოლო ამის საპასუხოდ ხარაიშვილის რეიდი ოდნავ არაზუსტი დარტყმით დასრულდა.
56-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა „სამგურალის“ ფეხბურთელს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და დროული პასი მისცა უსმანე კამარაას, რომელიც შობნაძესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ წყალტუბოელთა მეკრეს ვერ აჯობა.
მე-60 წუთზე, შეცვლაზე შესულმა ნიკა ხორხელმა ბურთი მარჯვენ ფლანგზე მიიღო და „დინამოს“ საჯარიმოში შესულმა ახლო კუთხეში გაიტანა – ლორია აშკარად შეცდა.
69-ე წუთზე დავით კობოურმა მოედანი დატოვა, რადგან კუნთის ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ლუკა ლაკვეხელიანი შევიდა.
72-ე წუთზე „დინამოს“ საუცხოო შეტევა გოლით დასრულდა – დავით სხირტლაძემ მოედნის ცენტრიდან პასი მარუშიჩს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ გუნდის კაპიტან დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი თბილისელები დაააწინაურა.
74-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა თავისი ნახევრიდან ძალიან ცუდი პაის გააკეთა და ბურთი სხირტლაძემ ჩაჭრა, რომელმაც „სამგურალის“ საჯარიმოში მარუჩიში მოძებნა, ხოლო სერბმა დუბლი შეასრულა – 4:2. მან მიმდინარე სეზონში თავისი მე-9 გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ, თბილისელებმა კიდევ ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს – კამარამ სხირტლაძის გადაცემის მერე ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, ხოლო შემდეგ „დინამოს“ კაპიტნის დარტყმული ბურთი ლევან შოვნაძის ხელიდან გვერდით ძელს მოხვდა.
90-ე წუთზე ხარაიშვილმა ჯარიმის შესრულების დროს მეტოქის საჯარიმოში სხირტლაძე მონახა, რომლის თავურის მერე შოვნაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მდგომმა მარუშიჩმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. ს
„დინამომ“ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და 40 ქულით მესამეა, გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ბოლო სამი მატჩიდან მხოლოდ ქულა აიღო და 38 ქულით მეოთხეა.
ბოლოსწინა ადგილზე მყოფი “სამტრედია” ძალიან ახლოს იყო, რომ ლიდერ ბათუმის “დინამოსთან” სამი ქულა აეღო.
70-ე წუთზე სამტრედიელთა აზერბაიჯანელთა შემტევმა აბდულა ხაიბულაევმა ოსტატურად გაიტანა. საინტერესოა, რომ დაბადების დღე ჰქონდა, 22 წლის გახდა და ასე გოლით აღნიშნა. თუმცა შეხვედრის ბოლოს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
“სამტრედია” მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთამდე იგებდა. და ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა არეულობაში ახლო მანძილიდან შესძლო გათანაბრება. ეს ფლამარიონის მე-14 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ერთი ბურთით უსწრებს იმრანს.
დინამო თბ 5:2 სამგურალი
დინამო ბთ 1:1 სამტრედია
ლაშა თაბაგარი




