ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა – „დილაც“ გავარდა

0
60

ქართული კლუბებისთვის წელს ევროსეზონი დასრულდა. ევროთასებზე მხოლოდ გორის „დილა“ იყო შემორჩენილი, რომელმაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიაკციო ეტაპზე კვიპროსის აპოელის ბარიერი ვერ დაძლია. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ერთი კვირის წინ თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ნიქოზიელებთან 0;2 დამარცხდა და საპასუხო მატჩიც წარუმატებლად ჩაატარა.
შეხვედრის მე-12 წუთზე გეილი თავის ნახევარზე ბურთის მიღების დროს ერთ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ გრძელი რეიდი განახორციელა და დაალოებით 25 მეტრიდან კარში ოდნავ არაზუსტად დაარტყა,
ოთხ წუთში საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა თავისი ნახევრიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა გორელთა საჯარიმოში დალსიოს, რომელიც ერთ მოწინააღმდეგეს გაექცა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა, რადგან ბოლო მომენტში მცველმა ხელი შეუშალა.
ტაიმის შუაწელში საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსელთა საჯარიმოს წინ თორნიკე ძოწენიძეს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, რომელიც მკერდით „ჩამოიღო“ და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა – კუჩერენკომ საიმედოდ ითამაშა.
30-ე წუთზე გეილმა „კედელი“ კოვტალიუკთან გაითამაშა და მას მერე რც კოსტადინოვს გაცდა, საჯარიმოში შესულმა სახიფადოთ დაარტყა – მეკარეს პირველ ცდაზე ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელსაც გომისმა ვერ მიასწრო, ხოლო მეორე ცდაზე დააფიქსირა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში „დილას“ ფეხბურთელებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი და მარცხენა ფლანგიდან ქვილითაიას პასის მერე შეტევაში ჩართულმა დვალმა შეუჩერებლად უზუსტოდა დაარტყა.
ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მარჯვენა ფრთიდან სუჩიშმა „დილას“ საჯარიმოში ქვილითაია მოძებნა,რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ ისევ ვერ გაიტანა.
მსაჯის მიერ ტაიმისთვის დამატებულ მეხუთე წუთზე მარჯცნიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს აპოელის ფეხბურთელმა ბურთი „დილას“ კართან ახლოს ჩააწოდა, ხოლო დვალმა თავურით კინაღამ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ნიქოზიელების შეტევის დროს ვილაფანესი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და თავზე „დაასვა“ ბურთი ნდონგალას, რომელმაც ანგარიში გახსნა.
მე-60 წუთზე ჩიტეიშვილი შეტევაში მარჯვნიდან ჩაერთო და პასი კვიპროსელთა საჯარიმოში გახსნილ კოვტალიუს მისცა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
67-ე წუთზე ნიქოზიელებმა მარცხნიდან შეუტიეს, რასაც ტომანეს ზუსტი პასი მოჰყვა საციასის მისამართით, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ცუდად დაარტყა და ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა – კუჩერენკომ ბურთი ხელებში შეიმაგრა.
მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჩიტეიშვილმა ჯარიმის შესრულების დროს კვიპროსელთა საჯარიმოში ეტოუ მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით საპასუხო ბურთის შეგდების შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
„აპოელი“ – „დილა“ 1:0 (0:0)
17 აგვისტო. ნიქოზია.„ნეო სთედიუმი“
.
აპოელი ბელეცი; პეტროვიჩი, კოსტადინოვი, დვალი; შუშიჩი (თეოდორუ 90), დალციო, მარკინიოსი (ეფრემი 63), ვილაფანესი (საციასი 64), შებაკე; ედუარდო (ნდონგალა 44), ქვილითაია (ტომანე 64).
მწვრთნელი: რიკარდუ სა პინტუ.
„დილა“: კუჩერენკო, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე (ეტოუ 58), თევზაძე, ვანდერსონი; ჟან ვიქტორი, ანდრონიკაშვილი (სარდალიშვილი 69), ფარულავა (ასამოა 76); გომისი (მზაკვალი 70), კოვტალიუკი (კუხიანიძე 69), გეილი.
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
გოლი: 1:0 ნდონგალა (48).
გაფრთხილება:ჟან ვიქტორი (36), გომისი (53).ვილაფანესი (57), საციასი (89), დვალი (90), ბელეცი (90)
ლაშა თაბაგარი