ვატო არველაძე თბილისის “დინამოში” ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ვატო არველაძე კარიერას “დინამო თბილისში” გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი ბაქოს “ნეფთჩი” იყო.
აზერბაიჯანულ კლუბამდე არველაძეს თბილისის “ლოკომოტივში”, პოლონურ “კორონასა “და თურქული “ქარაგუმრუქში” უთამაშია. იგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს გამართული და ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება.
მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, ხელშეკრულება თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც მოიცავს”.




