ანდრეი დემჩენკო: “ასეთ გარემოში თამაში დამატებითი მოტივაციაა”

0
58
გორის “დილას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს აპოელთან სტუმრად გასამართ მატჩში წარმატების მიღწევუს სჯერა. მან ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსელებთან საპასუხო შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდრეი დემჩენკო: “წლევანდელი ევროთასების მიმდინარეობისას ისე ხდებოდა, რომ პირველ მატჩში ყოველთვის ვმარცხდებოდით, შემდეგ კი ვახერხებდით მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებას. ვეცდებით ხვალინდელ შეხვედრაშიც იგვე გავაკეთოთ. ფაქტია რომ საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო. რა თქმა უნდა, წარმატების გვჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ ვიქნებოდით.
რაც შეეხება მეტოქის რიგებში გამორჩეულ ფეხბურთელებს, ორ ცენტრალურ ნახევარმცველს ბურთი ძალიან კარგად ეჭირა. გიორგი ქვილითაია შესანიშნავი თავდამსხმელია. ასევე მინდა გამოვყო მეტოქის მცველები, მათ შორის, გოლის ავტორი.
ზოგადად მეტოქეს ძალიან დადებითად შევაფასებდი. კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. ჩვენი ბიჭებისთვის ასეთ გარემოში თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში”.
აპოელი-“დილას” შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. “დილამ” პირველი თამაშინ შინ 0:2 წააგო.
ლაშა თაბაგარი