„სევილიას“ მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის მენდილიბარს მიაჩნია, რომ უეფას სუპერთასზე „მანჩესტერ სიტისთან“ წაგებულ მატჩში, პენალტების სერიის წინ ფეხბურთელების შერჩევაში შეცდა.
„ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ როგორც „სიტია“, კარგი სათამაშო გეგმის შემუშავება ძალიან რთულია. დიდი სურვილი მქონდა, რომ უფრო ზემოთ აწეულებს გვეთამაშა და მეტოქე მეტი წნეხის ქვეშ მოგვექცია. მეორე გოლის გატანის შანსი როდესაც გვქონდა, ვერ გავიტანეთ. თუმცა, მართლა მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ და მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით.
„მანჩესტერ სიტის“ როგორც წესი თითო მატჩში ერთი გოლი მაინს გააქვს და ჩვენი აზრით გაამრჯვებისთვის მეტოქის კარი მინიმუმ ორჯერ მაინჩ უნდა აგვეღო, რაც ვერ მოვახერხეთ.
იმაში შევცდი, ვინც პენალტების სერიის წინ თამაშიდან მოვხსენი. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ვფიქრომ, რომ შევცდი“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





