გვარდიოლა: „ზოგჯერ მოტივაციის ნაკლებობას ვგრძნობდი“

0
55

პეპ გვარდიოლას თქმით, ადრე როდესაც ტიტულებს ხშირად იგებდა, ზოგჯერ მოტივაციის ნაკლებობას გრძნობდა, მაგრამ „სევილიასთან“ მატჩში ასე არ ყოფილა. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ უეფას სუპერთასის მატჩში ანდალუზიელებთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ედერსონმა ორჯერ გადაგვარჩინა. ერთი კვირის წინ „არსენალთან“ პენალტებში დავმარცხდით,, ხოლო ახლა გავიმარჯვეთ. კოულ პალმერისთვის ასეთ მატჩში თამაში იოლი არ იყო, მაგრამ მან საუცხოოდ ითამაშა. შესაძლოა, ენ-ნესირიმ ორ ეპიზოდში შეტევა იდეალურად ვერ დაასრულა, მაგრამ ეს საშინელი წამები იყო, ისევე როგორც მომენტი, როდესაც ოკამპოსსაც შეეძლო გატანა. თუმცა, ედერსონმა გადაგვარჩინა.
მეორე ტაიმის პირველმა წუთებზე როდესაც ჩაიარა, თამაშს უფრო მეტად ვაკონტროლებდით. ამის შემდეგ გოლი გავიტანეთ და ბოლო წუთებში ვგრძნობდით, რომ თუ რომელიმე გუნდი გოლს კიდევ გაიტანდა, ეს „სიტი“ იქნებოდ. „სევილიას“, რომ ჩვენი კარი მეორედ აეღო, შესაძლო თამაში ვერ შემოგვეტრიალებინა.
„სევილიას“ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები, მეკარე, ხოლო ფლანგებზე ნაკრების მოთამაშეები ჰყავს. ოლივერ ტორესი ფორვარდებთან ერთად კარგად მოქმედებს და ეს გუნდი შეტევაში ძალიან სახიფათოა.
ადრე, როდესაც ტიტულებს ხშირად ვიგებდი, ზოგჯერ მოტივაციის ნაკლებობას ვგრძნობდი. თუმცა, დღეს ასეთი შეგრძნება არ მქონია. ძალიან გვიხარია, რომ ახალ სეზონში ტიტული უკვე მოვიგეთ. ჩვენ ერთი ტიტული არ გვყოფნიდა, რომ სრული წრე შეგვეკრა – შემდეგი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამგზავრება იქნება“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი