გვარდიოლა: „ასეთ მატჩებში არსებულ ნორმაზე გაცილებით მეტი უნდა გააკეთო“

0
18

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ უეფას სუპერთასის დონის მატჩებში გასამარჯვებლად არსებულ ნორმაზე გაცილებით მეტი უნდა გააკეთო. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის თავკაცმა ამის შესახებ სუპერთასზე დღეს „სევილიასთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეჯიბრებებში მონაწილეობა მოგვენატრა და ახალი გამოწვევები გვწყურია. გვსურს ის დავიცვათ, რაც გასულ სეზონში მოვიგეთ. ასეთ მატჩებში არსებულ ნორმაზე გაცილებით მეტი უნდა გააკეთო. „სევილიას“ განუმეორებელი მებრძოლი სულისკვეთება აქვს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მეტოქეს დავუპირისპირდებით.
კევინ დე ბრუინს სერიოზული ტრავმა აქვს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის ოპერაციას გაიკეთებს თუ არა, მაგრამ ფაქტია 3-4 თვე ვერ ითამაშებს. გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე დღეში მივიღებთ.
„ბარსელონაში“ ჩემი პირველი წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის დროს სეზონის სტარტამდე სავარჯიშოდ 25 დღე მქონდა, ხოლო ამ სეზონის წინ 4-5 დღე.
შეხედეთ თუ რამდენმა ფეხბურთელმა დაიზიანა ჯვარედინი მყესები წამყვან საფეხბურთო ლიგებში სეზონის პირველ მატჩებში. ფეხბურთელები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დასვენებას ვერ ახერხებენ.
კლუბების ინტერესიდან გამომდინარე მათ აზიაში ან ამერიკაში ფრენას აიძულებენ, სადაც რთულ მატჩებშ ატარებენ უხარისხო მოედნებზე, რის გამო ტრავმას იღებენ ან მომავალში მიიღებენ, რადგან ის 25-დღიანი მოსამზადებელი არ გაუვლიათ“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს ინგლისური მედია.
„მანჩესტერ სიტი“ – „სევილიას“ შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი