„კოპენჰაგენი“, რომლის ღირსებას დავიით ხოჭოლავა იცავს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
დანიელებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრაში შინ პრაღის „სპარტასთან“ 0:0 დაასრულეს, ხოლო ჩეხეთის დედქალაქში ჩატარებული მატჩის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა -1:1. პენალტების სერიაში „კოპენჰაგენმა“ 4:2 მოიგო.
ხოჭოლავამ ივლისის დასაწყისში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ ვერ თამაშობს. მანამდე, მას ანალოგიური ქირურგიული ჩარევა მარცხენა მუხლზე დასჭირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ლაშა თაბაგარი





