თომა ტაბატაძემ უზბეკეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ამჯერად, ქართველმა თავდამსხმელმა თავი თასზე გამოიჩინა.
ნამანგანის „ნავბახორი“, სადაც ტაბატაძე გამოდის თასის 1/8-ფინალში სტუმრად „არალს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა.
31 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონი ფერგანის „ნეფთჩიში“ დაიწყო, რომლის რიგებში უზბეკეთის სუპერლიგაში 6 გოლი გაიტანა. მაგრამ მიმდინარე ზაფზულში გუნდი შეიცვალა და „ნავბახორს“ მიაშურა, სადაც თავი მეორედ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





