ლონდონის „ჩელსიმ“ „ბრაიტონოდან“ ნახევარმცველი მოისეს კაისედო შეიძინა. ეკვადერის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლონდონელებთან კონტრაქტის 8+1 სისტემით გააფორმა.
„ჩელსიმ“ 21 წლის ფეხბურთელი 115 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა, რაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ნახევარმცველში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.
კაისედო „ბრაიტონში“ 2020 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 53 მატჩში 2 გოლი გაიტანა.




