საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელმა ნაკრებმა სკოპიეში მაკედონიელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი 0:1 წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა პირველი სპარინგი დიდი ანგარიშით 6:2 მოიგეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი დიმიტარ დანევმა 65-ე წუთზე გაიტანა. ზუსტად 3 წუთში, ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლექსო ფეიქრიშვილმა ვერ გამოიყენა. ანგარიშის განათნაბრება მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი გოგსაძეს ორჯერ შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში, მასპინძელთა მეკარე ლუპჩე დეკოვმა შესანიშნავად ითამაშა.
მაისურაძის გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი – ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი
15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი
2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან, 28 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში – უინძორ პარკზე გაიმართება.



