ქოჩორაშვილს ახალ სეზონში სასტარტო ანდეს

0
61

გიორგი ქოჩორაშვილ ესპანეთის ჩემპიონატში „ლევანტეს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. გასულ წლებში მას სასტარტო ორჯერ ესპანეთის თასზე ანდეს.
ლა ლიგა 2-ში ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ვალენსიელებმა სტუმრად „ამორებიეტასთან“ ჩაატარეს და ქულა აიღეს – 1:1.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
„ლევანტე“ 30-ე წუთზე ბოულდინის გოლით დაწინაურდა, ხოლო 64-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ენეკი ხაურეგიმ გამოიჩინა.
ლაშა თააბაგარი