ლოპეტეგიმ „ვულვერჰემპტონი“ დატოვა

0
24

ხულენ ლოპეტეგიმ ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე „ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. მანამდე, ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 56 წლის ესპანელი სპეციალისტი პრემიერლიგის სტარტის წინ გუნდის მდგომარეობით უკმაყოფილი იყო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი „ვულვზს“ 2022 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა – 38 მატჩში 41 ქულა დააგროვა.