ზომერმა „ინტერთან“ 3-წლიანი გააფორმა

0
13

მილანის „ინტერმა“ იან ზომერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მეკარემ მილანელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მის სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნმა“ 6 მილიონი ევრო მიიღო. ზომერს გერმანულ გრაანდთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა.
34 წლის შვეიცარიელი გასული სეზონის მეორე ნახევარში „ბაიერნში“ მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში 25 მატჩი ჩაატარა – 31 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. მან ბავარიელებთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო.