„არსენალმა“ სუპერთასი მეჩვიდმეტედ მოიგო

0
68

ლონდონის „არსენალმა“ ახალი სეზონი ტიტულის მოგებით დაიწყო. ინგლისის სუპერთასის მატჩში მიკელ არტეტას გაწვრთნილი გუნდი მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 77-ე წუთზე კევინ დე ბრუნის გადაცემის შემდეგ პალმერმა ანგარიში გახსნა. მთავარმა მსაჯმა სტიუარტ ატველმა ძირითად დროს 11 წუთი დაამატა და ბუკაიო საკას პასი ლეონარდ ტროსარდმა საპასუხო ბურთი გაიტანა. დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა და „არსენლმა“ თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:1 მოიგო.
ლონდონელებმა ინგლისის სუპერთასი მეჩვიდმეტედ მოიპოვეს და მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩამორჩებიან, რომლის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა.
არტეტამ, რომელიც „არსენალს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს, სამწვრთნელო კარიერაში მესამე ჯილდო მოიგო – 2020 წელს ინგლისის ასოციაციის თასსა და სუპერთასს დაეუფლა,
მან „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას პირად დუელში მეორედ აჯობა, ხოლო 8-ჯერ დამარცხდა.
„სიტიმ“ ინგლისის სუპერთასი ზედიზედ სამჯერ წააგო. „არსენალამდე“ მანჩესტერელები „ლესტერთან“ და „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი