კვარაცხელია დაშავდა

0
64

ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანურ “ჟირონასთან” ამხანაგურ შეხევდრაში ტრავმა მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. ერთ-ერთ ეპიზოდში მან მარცხენა მუხლში დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ სპარინგი მაინც დაასრულა. თუმცა, მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში არ მონაწილეობდა. 22 წლის ფეხბურთელმა მოედანი გადახვეული ფეხით დატოვა, რომელზეც ყინულები ედო, თუმცა, გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების დარიგებაზე უარი არ უთქვამს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და ტრავმის სიმძიმეც დადგინდება. სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არ უნდა იყოს.
ლაშა თაბაგარი