გორის “დილას” მთავარ მწვრთნელ ანდრე დემჩენკოს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის პოლტავის “ვორსკლასთან” შინ გასამსრთ საშინაო შეხვედრაში წარმატების მისაღწევად ბურთის კონტროლი აუცილებელია.
ანდრეი დემჩენკო: “ვორსკლასთან” პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავააანალიზეთ. დაწვრილებით განვიხილეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით, საპასუხო თამაშში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ.
პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი დაგვანახა, რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. თუ გვსურს, რომ მოედანზე ვდომინირებდეთ, აუცილებელია ბურთი გავაკონტროლოთ.
ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს”.
“დილა” – “ვორსკლას” მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ “დილამ” პირველი თამაში სტუმრად 1:2 წააგო.
ლაშა თაბაგარი





