გიორგი კვერნაძე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში სერია A-ში დაბრუნებულ „ფროზინონეში“ მეორე ამხანაგური მატჩი „სალერნიტანასთან“ ჩაატარა.
კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. „ფროზინონემ“ ანგარიში 78-ე წუთზე გახსნა და საგოლე შეტევაში კვერნაძეც მონაწილეობდა. „სალერნიტანამ“ საპასუხო ბურთი 86-ე წუთზე გაიტანა.
„ფროზინონე“ მომდევნო სპარინგს 5 აგვისტოს „კოზენცასთან“ გამართავს, ხოლო იტალიის სერია A-ში პირველ თამაშს 19 აგვისტოს შინ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.
ლაშა თანაგარი




