გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დონეცკის „შახტარი“ სტუმრად ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად ხარკოველებში მოედანზე ორი ტაიმი ბექა ვაჩიბერაძემ გაატარა.
დონეცკელებიდან 30-ე წუთზე ანგარიში მატვიენკომ გახსნა, ხოლო ლასინა ტრაორემ 47-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. 56-ე წუთზე „მეტალისტიდან“ თავი იუსოვმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი „შახტარში“ თბილისის „საბურთალოდან“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა და 12 შევხედრაში 1 გოლი გაიტანა.
უზბეკეთის სუპერლიგაში გიორგი ნიქაბაძის დებიუტი შედგა. მე-14 ტურში ფერგანის „ნეფთჩი“ შინ ბოკაბადის „მეტალურგს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ნიქაბაძე სასტარტო შემადგნელობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსსენებთ, რომ ნიქაბაძე „ნეფთჩიში“ ზაფხულში წყალტუბოს „სამგურალიდან“ გადავიდა.
ლაშა თაბაგარი




