კიტეიშვილმა სეზონი გოლით დაიწყო

0
45

ავსტრიაში ახალი საფეხბურთო სეზონი სატასო მატჩებით დაიწყო და ოთარ კიტეიშვილმა თავი გრაცის „შტურმის“ შემადგნელობაში გამოიჩინა.
1/32-ფინალში გრაცელებმა სტუმრად რეგიონალიგაში მოასპარეზე „კლაგენფურტი“ 7:2 დაამარვხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მასპინძლების კარი აიღო – ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. კიტეიშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს.
გასულ სეზონში გრაცელებმა ავსტრიის თასი მოიგეს და ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს. ისინი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, კიტეიშვილმა ტრავმის გამო ჩემპიონატში მხოლოდ 20-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.
პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში „კრაკოვია“ სტუმრად მიელეცის „სტალს“ დაუზავდა – 2:2. კრაკოველთა განაცხადში საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე არ იყო.
პოზნანის „ლეხმა“ გასვლაზე „პიასტს“ 2:1 სძლია. საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი გამარჯვებულთა სათადრიგოთა სკამზეც არ იყო.

ლაშა თაბაგარი