გამოცემა Napoli Magazine-ს მთავარმა რედაქტორმა ანტონიო პეტრაცუაოლომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი შეაფასა.
„თუ წელს „კვარა“ გასული სეზონის დონეზე ან უფრო უკეთესად ითამაშებს, მაშინ მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგების პრეტენდენტი გახდება. თუმცა, ამისთვის მან შემდეგ სეზონებში სტაბილურად უნდა იასპარეზოს და ევროთასებზეც შედეგი აჩვენოს. ისე ასეთი მოთამაშისთვის შეუძლებელი არაფერია“ – იუწყება პეტრაცუოლოს ნათქვამს იტალიური მედია.
კვარაცხელიამ სaდებიუტო სეზონში სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 4-თანაგუნდელებს გაატანინა. გარდა ამისა, კვააცხელიამ ყველა ტურნირში 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
ლაშა თაბაგარი





