ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაასრულა

0
54

ბათუმის „დინამომ“ ევროთასზე გამოსვლა დაასრულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ალბანეთის ყველაზე ტიტულიან გუნდ „ტირანას“ დაუზავდა – 1:1. საპასუხო შეხვედრის წინ ბათუმელებს თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოვლენები ამის საპირისპიროდ განვითარდა.
შეხვედრის 28-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჰილამ ბათუმელთა საჯარიმოში ლუშკა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
შესვენების შემდეგ, ბათუმელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ და ჯერ ირაკლი ზარიას შორის მანძილიდან დარტყმული ბურთი მოხვდა ხარიხას, ხოლო შემდეგ გიორგი წიტაიშვილს დარტყმის მერე ალბანელები გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა გადაარჩინა. ასევე თავის გამოჩენა მათე ვაწაძეს შეეძლო, რომელმაც ახლო მანძილიდან ვარდნაში თავით დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
77-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან იონუზის გადაცემის მერე, დელიუმ ერთი შეხებით სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა.
90-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურმა პასი ბათუმელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც თავით ვაწაძემ ითამაშა, ხოლო კარის წინ მდგომმა თორნიკე კაპანაძემ ანგარიშში სხვაობ ერთ ბურთამდე შეამცირა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში დოკა „დინამოს“ საჯარიმოში მამუკა კობახიძეს იოლად გაცდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა – ჩიჩკანმა ბურთი მოიგერია.
„დინამო“ (ბათუმი) – „ტირანა“ 1:2 (0:2)
20 ივლისი, ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
„დინამო“ (ბთ.):
ჩიჩკანი; მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი (რეხვიაშვილი 9), გიორბელიძე; ტეიდი (კაპანაძე 81), ლიტვინენკო (ჩაბრაძე 57); წიტაიშვილი ღუდუშაური 81), ზარია, ბიძინაშვილი (ვაწაძე 46); ჯოვინო ფლამარიონი.
მთავარი მწვრთნელი:
გია გეგუჩაძე.
„ტირანა“: სელმანი; ნაიდოვსკი, ჰოქსალარი, დოკა, პერგიონი; ლატიფი (ჰაქსიუ 67), ლუშკა (დელიუ 73), იონუზი, ჰილა; ჰასანი, აბაზაი (ლულაი 84)
მთავარი მწვრთნელი:
ორგეს შეხი.
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 დელიუ (79), 1:2 კაპანაძე (90)
გაფრთხილება: ჰილა (60), ტეიდი (62), დელიუ (80), დოკა (80)
მთავარი მსაჯი: ფაბიო მარესკა (იტალია)