„დილამ“ სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონი გააგდო

0
61

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიაკციო ეტაპზე გავიდა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. თუმცა, გორელებმა საპასუხო შეხვედრაში სასურველი ანგარიში გაათანაბრეს და ევროთასზე გამოსვლას აგრძელებენ.
შეხვედრის 33-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა თორნიკე ძოწენიძემ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გააკეთა და სტუმართა მეკარსთან პირისპირ დატოვა ბარბადოსელი გარემარბი ტიერი გეილი, რომელმაც ანგარიში გახსნა.
73-ე წუთზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შუქი ჩაქრა, რაც მანამდეც არაერთხელ მომხდარა და შეხვედრა 8 წუთი შეწყდა,.
86-ე წუთზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ალეფა სანტოსმა დაახლოებით 22 მეტრიდან ერთი შეხებით “ცხრიანში” ძალიან ეფექტური ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„დილა“, რომელსაც მანამდე კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციოე ეტაპი არასოდეს გადაელახა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის პოლტავის „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. გორელები პირველ მატჩს 27 ივლისს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს „თენგიზ ბურჯანაძეზე“ შედგება.
„დილა“ (გორი) – „დუნაისკა სტრედა“ 2:0 (1:0)
20 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“:
კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონი; ვიქტორი (ანდრონიკაშვილი 90), ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი 65); გომისი (მზაკვალი 64), კოვტალიუკი (კუხიანიძე 72), გეილი
მთავარი მწვრთნელი:
ანდრეი დემჩენკო.
„დუნაისკ სტრედა“: პეტრაში; ალექს პინტო (მენდესი 90), რისვანისი, კასა (ბრუნეტი 46), ანდზოუანა; კალმარი (ვიტალისი 88), დიმუნი, კაჩერი; ტრუსა (გავრიჩი 71), კრსტოვიჩი, რამადანი (ზაჰრადნიკი 88)
მთავარი მწვრთნელი:
ადრიან გულა.
გოლები1:0 გეილი (33), 2:0 ალეფ სანტოსი (85)
გაფრთხილებათევზაძე (67), ჩიტეიშვილი (87) – ალექს პინტო (90)
მთავარი მსაჯი: მილოშ სავოვიჩი (ჩერნოგორია)

ლაშა თაბაგარი