გიორგი ქარსელაძე პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე „რიუ ავესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
18 წლის ქართველისთვის, რომელიც „რიუ ავეს“ სისტებაში უკვე 9 წელიწადია ირიცხება , კარიერაში ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტია.
მპლუით მარჯვენა მცველმა 2022-2023 წლების სეზონი 19-წლამდელთა გუნდში დაიწყო, რის შემდეგ 21-წლამდელებში დააწინაურეს.
ქართველი ფეხბურთელი თებერვლიდან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და სეზონის ბოლოს პრიმეირალიგის ორ მატჩში ათამაშეს. ის ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ამხანაგური მატჩებისთვის და ათამაშა კიდეც.
ლაშა თაბაგარი





