ხუან კუადრადო კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბმა ტურინის „იუვენტუსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მილანელებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კუადრადო „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 314 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
მან იტალიის სერია A 5-ჯერ, იტალიის თასი 4-ჯერ, ხოლო სუპერთასი 2-ჯერ მოიგო.





