ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ ივლისის თვის რეიტინგში საქართველოს ეროვნული გუნდის პოზიცია წინა თვესთნ შედარებით უცვლელია.
ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი რეიტინგში ისევ 78-ეა.
ევრო 2024-სი შესარჩევ ციკლში A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება, ესპანეთი მე-10 ადგილზეა, შოტლანდია – 30-ე, ნორვეგია – 44-ე, ხოლო კვიპროსი – 118-ე. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა 12 ქულით, ხოლო საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზეა.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცეჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ბრაზილია.
ლაშა თაბაგარი





