გუგეშაშვილის გუნდი პოლონეთის ჩემპიონს დაუპირისპირდება

0
37

აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელებმა სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნი“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო შინ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ პირველი მატჩის მსგავსად, საპასუხოც სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
„ყარაბაღი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ჩემპიონ „რაკუვს“ შეხვდება. პოლონეთში თამაში 26 ივლისს გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში – 2 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი