კაშია და კანკავა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან

0
50

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი საკვალიფიკაციოე ეტაპის პირველი შეხვედრა შინ ლუქსემბურგის „სვიფტთან“ 1:1 დაასრულა, ხოლო სტუმრად 2:0 დაამარცხა. მე-10 წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, ხოლო სტუმრებში ორივე გოლი იმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გაიტანა, რომელმაც 55-ე წუთზე მეტოქის კარი პენალტით აიღო, ხოლო 62-ე წუთზე ისევ თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად.
კაშიამ და კანკავამ სლოვაკური გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „სლოვანში“ იჯარით გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიოდა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი ბელგიის „გენტთან“ აკავშირებს და ამჟამად ახალ გუნდს ეძებს.
„სლოვანი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიის „ზრინსკის“ დაუპირისპირდება. პირველი თამაში 25 ივლისს ბოსნიაში შედგება, ხოლო საპასუხო 2 აგვისტოს ბრატისლავაში.
ლაშა თაბაგარი