გუგეშაშვილის გუნდმა გიბრალტარელებს გაჭირვებით აჯობა

0
66

აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპს“ გაჭირვებით აჯობა.
მასპინძლები 25-ე წუთზე გომესმა დააწინაურა, ხოლო ალბანელმა თავდამსხმელმა ხიხამ საპასუხო ბურთი 58-ე წუთზე გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე აგდამელებს ალჟირელმა ლეგიონერმა ბენზიამ მოაგებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გუგეშაშვილი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 19 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შედგება.