არტურო ვიდალი „ატლეტიკო პარანაენსეში“ გადავიდა

0
110

არტურო ვიდალი კარიერას ბრაზილიის „ატლეტიკო პარანაენსეში“ გააგრძელებს. ჩილეს ეროვნული ნაკრების 36 წლის ნახევარმცველმა „ფლამენგოსთან“ მიმდინარე კონტრაქტი შეწყვიტა, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერში ეწურებოდა და ახალ კლუბ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ვიდალი კურიტიბელებთან ხელშეკრულებას 2023 წლის ბოლომდე გააფორმებს.
მან „ფლამენგოს“ მაისურით ყველა ტურნირში 51 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ვიდალმა კარიერა სამშობლოში „კოლო-კოლოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ლევერკუზენის „ბაიერში“, ტურინის „იუვენტუსში“ , მიუნხენის „ბაიერნში“, „ბარსელონაში“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.
მან ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 140-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო.