ჩაკვეტაძე “მეცში” ითამაშებს

0
66

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულ “მეცში” გააგრძელებს, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის.
ცნობილი ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტოვალიერი იუწყება, რომ “მეცი” “გენტს”, რომელთან საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ერთწლიან იჯარაზე შეუთანხმდა. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფრანგულ კლუბს ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ბრატისლავას “სლოვანში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში სლოვაკეთის ჩემპიონატში 25-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში თავი არ გამოუჩენია. მან სლოვაკეთის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიგო.გარდა ამისა, ქართველმა შუახაზელმა კონფერენს ლიგაში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი არ აუღია.
ლაშა თაბაგარი