“თელავმა” რუხაძე დაიბრუნა და სერბი დაიმატა

0
71

“თელავმა” კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახური გუნდის ღირსებას ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე და მცველი ბრატისლავ ჯუკიჩი დაიცავენ.
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე და 23 წლის სერბი მცველი ბრატისლავ ჯუკიჩი დაიცავენ.
ირაკლი რუხაძე – დაიბადა: 1996 წლის 28 ოქტომბერს; სიმაღლე: 181 სმ; წონა: 72 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: AGMK (ალმაილიქი, უზბეკეთი).
ირაკლი რუხაძე თელაველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია – “რუხამ”, ოთხი სეზონი ითამაშა “თელავის” მაისურით და ქომაგსაც თავი საუკეთესოდ დაამახსოვრა.
ბრატისლავ ჯუკიჩი – დაიბადა: 1999 წლის 29 სექტემბერს; სიმაღლე: 190 სმ; წონა: 85 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “იავორი” (სერბეთი).
ბრტისლავ ჯუკიჩი ეროვნებით სერბია, საფეხბურთო კარიერა კი საფრანგეთში, იქაურ “ტრუაში” დაიწყო. “ტრუას” შემდეგ ასევე ფრანგულ “სედანში” ითამაშა, მერე იყო მოკრძალებული “ლე ტოკე” და ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა, სერბეთის სუპერლიგის “იავორში”.
ამ ეტაპზე “თელავში” 13 ახალი ფეხბურთელია: ამირ ბეგიჩი (ბოსნია), მიხეილ ბაშალეიშვილი, გიორგი ქანთარია, თორნიკე მორჩილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, სტეფან დიმიჩი (სერბეთი), გურამ გოშთელიანი, გუტი (ბრაზილია), გიორგი პაპუნაშვილი, იევჰენ პროტასოვი (უკრაინა), ჯეფინიო (ბრაზილია), ბრატისლავ ჯუკიჩი (სერბეთი) და ირაკლი რუხაძე.