„რეალმა“ 18 წლის თურქი იყიდა

0
110

მადრიდის „რეალმა“ სტამბოლის „ფენერბაჰჩედან“ ნახევარმცველი არდა გიულერი შეიძინა. ესპანურმა გრანდმა თურქეთის ეროვნული ნაკრების 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ახალგაზრდა მოთამაშის განათხოვრებას არ აპირებს და კარლო ანჩელოტი მას ძირითადი გუნდის წევრად განიხილავს.
გასულ სეზონში გიულერმა „ფენერბაჰჩეში“ ყველა ტურნირში 35 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა,