ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი სესარ ასპილიკუეტა მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს. მან მადრიდელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
33 წლის ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ვინაიდან 30 ივნისს კონტრაქტი ამოეწურა „ჩელსისთან“, რომელშიც 11 სეზონი გაატარა.
ასპილკუეტამ „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 508 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
მან ლონდონელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა 2-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი ერთხელ, ინგლისის ლიგის თასი ერთხელ, ყეფას ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, უეფას ევროპა ლიგა 2-ჯერ, ევროპის სუპერთასი ერთხელ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო.





