გველესიანი „პერსეპოლისში“ დარჩა

0
64

გიორგი გველესიანი კარიერას ისევ „პერსეპოლისში“ გააგრძელებს, რომლის რიგებში გასულ სეზონში ირანის ჩემპიონატი და თასი მოიგო. მან თეირანელებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
32 წლის გველესიანმა „პერსეპოლისის“ მაისურით ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ის 2022-2023 წლების სეზონში ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად აღიარეს. იგი „პერსეპოლისში“ გადასვლამდე ირანში თითო სეზონი „ზობ აჰანში“ და „ნასაჯში“ გამოდიოდა, ხოლო 3 წელი „სეპაჰანში“ გაატარა.
ვილი სანიოლმა „პერსეპოლისის“ მცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად კვიპროსთან და შოტლანდიასთან გამართული მატჩებისთვის. თუმცა, გველესიანს არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ კვიპროსს 2:1 ვაჯობეთ, ხოლო შოტლანდიასთან 0:2 წავაგეთ.
ლაშა თაბაგარი