ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობერტო ფირმინო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
31 წლის ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი პირველ ივლისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ალ აჰლისთან“ ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა.
ფირმინო „ლივერპულში“ 2015 წელს გერმანიის „ჰოფენჰაიმიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 362 მატჩში 111 გოლი გაიტანა.
მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





