ბრაზილიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
74

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ფერნანდო დინიზი დანიშნა. 49 წლის სპეციალისტმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში სექტემბერში შევა, როდესაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სტარტს აიღებს. მან ტიტე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით „სელესაო“ შარშან კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პენალტების სერიაში ხორვატიასთან დამარცხდა.
დინიზი პარალელურად მუშაობას „ფლუმინენსეშიც“ გააგრძელებს, რომელსაც 2022 წლიდან ავარჯიშებს.
დინიზი „ფლუმინენსეს“ გარდა, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „ატლეტიკო პარანაენსეს“, „სან პაულუს“, „სანტოსს“ და „ვასკო და გამას“ ხელმძღვანელობდა. მისი ერთადერთი წარმატება „ფლუმინენსესთან“ ერთად რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის მოგებაა.
ლაშა თაბაგარი