წიტაიშვილი ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს

0
96

გიორგი წიტაიშვილი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ბათუმელებმა ერთწლიანი იჯარით კიევის „დინამოდან“ აიყვანეს.
22 წიტაიშვილმა გასულ სეზონში იჯარით პოლონურ პოზნანის „ლეხში“ გამოდიოდა. მან პოზნანელთა პირველ გუნდში 12-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე გუნდში 5 მატჩი ჩაატარა.
წიტაიშვილი კარიერის განმავლობაში კიევის „დინამოს“ და „ლეხის“ გარდა, პოლტავის „ვორსკლაში“, ოდესის „ჩერნომორეცში“ და კრაკოვის „ვისლაში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი