პარუნაშვილი ყაზახეთში ითამაშებს

0
70

ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 30 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტი „მაქთაარალთან“ გააფორმა, რომელიც 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
პარუნაშვილი „საბურთალოში“ შარშან დაბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, რომელშიც გოლი არ გაუტანია. მან წელსაც ამდენი შეხვედრა ითამაშა და თავი არ გამოუჩენია.
ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და თავის დროზე საქართველოში რუსთავის „მეტალურგში“, თბილისის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“, ასევე „ცხილნვალში“ გამოდიოდა.
2016 წლიდან პარუნაშვილი დანიის „ესბიერგში“ თამაშობდა, სადაც 6 სეზონი გაატარა და 137 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი